“ეკა, რა მუცლის გვრემა გაქვთ?” – ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს, რომელიც მელიაც საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესულ დეპუტატებზე და მათ “ღალატზე” ეკითხებოდა.
“ეკა, შეგიძლიათ, გულწრფელად მითხრათ, რა მუცლის გვრემა გაქვთ? თქვენ ისე თქვით წინა გადაცემაში – მელია უნდა მობრძანდეს ახლა სააპელაციო სასამართლოში, თქვას ნიკა გვარამიას… უნდა შევეჯიბროთ ნიკა გვარამიას სიყვარულში? 5 სასამართლო იყო სულ. [კვესიტაძე: არცერთზე არ ყოფილხართ] ეს იმას ნიშნავს, რომ მე ნიკა გვარამიას პატიმრობა უფრო ნაკლებად მაწუხებს, ვიდრე თქვენ? თქვენ გეტყობათ, რომ წინასწარი განწყობა გაქვთ”. – თქვა მელიამ მთავარი არხის ეთერში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გამოცხადდება. პირველი ინსტანციის განჩინების შემდეგ, ნიკა გვარამიას პროცესებმა სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა.