,,ქართული ოცნების” წევრი, დავით მათიკაშვილი, ამბობს, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლების უხეშად გამოყენება და მართლმსაჯულებაში ჩარევა იქნება.
ამ ქვეყანაში ყველას თავისი ფუნქცია აქვს. პრეზიდენტს საკუთარი დისკრეცია გააჩნია და მის გამოყენებაში ვერავინ ჩაერევა. თუმცა, გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, ესა თუ ის ნაბიჯი რამდენად მართებული იყო. თუკი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, ადგილი ექნება მისი დისკრეციული უფლების უხეშად გამოყენებასა და მართლმსაჯულებაში ჩარევას, რასაც მართებულად ნამდვილად ვერ ჩავთვლით”-
,,ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილიშეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და ნიკა გვარამია შეიწყალოს.