ლუკაშენკო მაკდონალდსის გასვლაზე: ჩვენთან რა, ფუნთუშას ვერ გაჭრიან და ხორცს ვერ ჩატენიან?

”ზოგიერთმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, და, ალბათ შუახნის ასაკის წარმომადგენლებმაც, შეიძლება უფროს თაობაშიც, ოხვრა დაიწყო “აჰ, მაკდონალდსი გადის”. ვფიქრობ: “მადლობა ღმერთს, რომ მიდის”. მაგრამ “მაკდონალდსის” ადგილი, სადაც ჩვენი ხალხია დასაქმებული, ჩვენი სპეციალისტები, სადაც ჩვენი პროდუქცია მოიხმარება, ბელარუსებმა უნდა დაიკავონ. დაიმახსოვრეთ, ბელარუსებმა და არა სხვამ. ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ოდესღაც “მაკდონალდსი” აკეთებდა, თუ ვინმეს ეს სჭირდება. ჩვენთან რა, ფუნთუშას ვერ გაჭრიან შუაზე და ამ ორ ნაწილში ხორცის ნაჭერს, კარტოფილსა და სალათს ვერ ჩატენიან?”

ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share