ბიზნესმენის განცხადებითვე, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს, ოჯახს ურჩია ტენდერი გამოაცხადონ და ყველა მსურველს მისცენ შესაძლებლობა 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%, რომელიც მათ ეკუთვნით, მათ შორის “რიყის დოქები” და მიწები რაჭაში.
“რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!
საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.
საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა – იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში… ერთი დაველოდები მსურველებს – ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი,” – წერს ხიდაშელი.