ოზურგეთის პოლიციამ 75 წლის პენსიონერი “ვაშლის თლის” გამო 200 ლარით დააჯარიმა

ოზურგეთის პოლიციამ 75 წლის პენსიონერი “ვაშლის თლის” გამო 200 ლარით დააჯარიმა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 75 წლის პენსიონერი ნოე მეხრიშვილი, ოზურგეთის პოლიციამ 200 ლარით მაშინ დააჯარიმა, როცა ეს უკანასკნელი ქუჩაში ნაჩუქარ ვაშლს პატარა დანით თლიდა და მიირთმევდა.

მეხრიშვილს დანა რომელსაც ის მოიხმარდა ცივ იარაღად ჩაუთვალეს, საწრაფო წესით ოზურგეთის ოპოლიციაში გადაიყვანეს და რამდნიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს და ადმინისტრაციული ოქმიც შეუდგინეს:

“ვიდექი ქალაქ ოზურგეთში, “ვასაძის პურის” შენობის წინ, იქვე ხილბოსტნეულით მოვაჭრემ ვაშლი მაჩუქა, პატარა, მაღაზიაში წლების წინ ნაყიდი დანით, ვინაიდან ასაკის გამო კბილები მაწუხებს, ვაშლს ვთლიდი და მივირთმევდი, ამ დროს ჩემთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი მოვიდა, მითხრა როგორ ვბედავდი ვაშლის ჭამას, სადღაც დარეკა, მოვარდნენ პოლიციელები და სასწრაფოდ დამაკავეს, მიმიყვანეს პოლიციის შენობაში, მითხრეს არაფერია გაგაფრთხილებთო, დამისვეს კითხვები, ბოლოს კი დააყოლეს რომ 200 ლარით მაჯარიმებდნენ და ჯარიმას 10 დღეში თუ არ გადავიხდი უარესი მელოდა. რა არ ვეხვეწე – არ მაქვს ფული, ეს ძველი დანაა, არაფერში არ გამდგება ვაშლის დაჭრის გარდა მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა” – იგონებს პენსიონერი “გურიის მოამბესთან” საუბრისას.

შემთხვევა გუშინ, დღისით, ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მოხდა.

მეხრიშვილი განცხადებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მიმართავს და ჯარიმის გაუქმებას ითხოვს:

“რამდენა არის ეს უბრალო, მწყობრიდან გამოსული და თანაც პატარა დანა ცივი იარაღი? ან რატომ არ შემოიფარგლენ გაფრთხილებით? ვფიქრობ რომ მეხრიშვილის ქცევა ჯარიმას არ ექვემდებარება და პოლიციამ პენსიონერს უკანონოდ მოექცა” – გვეუბნება მისი უფლებების დამცველი კახა ჩავლეშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share