ვასილ ჩიგოგიძის შვილის ბიზნესი მთავრობამ 250 ათასი ლარით დააფინანსა

ტვ პირველის ინფორმაციით, მილიონერ დეპუტატებს, სახელმწიფო ხალხის ფულიდან დამატებით მილიონებს ჩუქნის, რომ მათი ბიზნესი კიდევ უფრო აყვავდეს.

სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავალში”, რომელიც წესით, გლეხების ხელშეწყობისთვის შეიქმნა, “ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატების ოჯახის წევრები გვხვდებიან.

სახელმწიფომ დიდი ფული მისცა ვასილ ჩიგოგიძის შვილს. მას , ახალი ბიზნეს იმპერიის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ, 250 ათასი ლარით დააფინანსა.

ასეთია, დეპუტატი გოჩა ენუქიძეც, ქართული ოცნების დეპუატის შვილს ნახევარი მილონი ჩაურიცხეს ხეხილის ბაღების მოსაშენებლად.

ვაშლის ბიზნესის დასაწყებად  88 ათას 500 ლარი წაიღო ბიუჯეტიდან სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის კომპანიამაც.  შორთა რეხვიაშვილი კომპანია აგროგორში 10.35% -ს ფლობს.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share