შესაბამისად, ჩვენი, როგორც პოლიტიკური გუნდის ინტერესი და ყურადღება ძალიან მაღალია იმ კონსულტაციების მიმართ, რომელიც პრემიერმინისტრთან იმართება ჯანდაცვის ახალი მინისტრის შესარჩევად. მინისტრის შერჩევა და წარდგენა არის ირაკლი ღარიბაშვილის პრეროგატივა. შესაბამისად, ჩვენ საპარლამენტო გუნდში არ გავაკეთებთ რამე წინასწარ განცხადებებს ამაზე ” – თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ იმედის ეთერში. არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება.