“სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია…რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული“-პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული“.

კაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან და კლინიკისა და ექსპრეზიდენტის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა“.

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა

„ჩვენ კლინიკისგან პირდაპირ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან. ჩვენ ვნახეთ ეს კიდევაც, ეს არათანამშრომლობა, რას ნიშნავს, ის არ თანამშრომლობს კლინიკასთან, ჩვენ ვნახეთ რომ კლინიკის მიზნები და მიხეილ სააკაშვილის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა, კლინიკისა და სახელმწიფოს მიზნებია რომ ის იყოს ჯანმრთელად, სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share