“არავის გაუკეთებია საკმარისი…ვიდრე რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება…შეიარაღება უმოკლესი გზაა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის”-დმიტრო კულება

არავის გაუკეთებია საკმარისი მანამ, სანამ რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის შეიარაღება უმოკლესი გზაა.

„უკრაინა მადლიერია პარტნიორების სამხედრო დახმარებისთვის, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გულწრფელებად უნდა დავრჩეთ: არავის გაუკეთებია საკმარისი მანამ, სანამ რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება. შეიარაღება უმოკლესი გზაა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა კულებამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share