„გამოიჩინეთ თანაგრძნობა ძალიან ცუდად მყოფი ადამიანის მიმართ“ – ქსენია სობჩაკი სააკაშვილზე „ოცნებას“ მიმართავს

რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი საქართველოს ხელისუფლებასა და სასამართლო ორგანოებს მოუწოდებს, “თანაგრძნობა გამოიჩინონ ძალიან ცუდად მყოფი” მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

სობჩაკი მიხეილ სააკაშვილის შესახებ Telegram-ზე წერს და ორ ვიდეოს ავრცელებს.

ერთ-ერთი “ვივა მედში” გადაღებული კადრებია, ხოლო მეორე – მისი ინტერვიუ ბუბა კიკაბიძესთან, რომელშიც კიკაბიძე ყვება, როგორ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მისი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა:

“ამავე დროს, ერთი კვირის წინ, თბილისის სასამართლომ არ დაიჯერა, რომ სააკაშვილი ცუდად იყო და გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა.

როგორც ჩანს, ახლა არის ის დრო, როცა ადამიანებმა ირგვლივ უპრეცედენტო სისასტიკის დანახვისას, საკუთარ თავში კეთილშობილება და წყალობა იპოვონ. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და სასამართლო უწყებას, გამოიჩინონ თანაგრძნობა ძალიან ცუდად მყოფი ადამიანის მიმართ”, – წერს ქსენია სობჩაკი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share