მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, უკიდურესად მძიმეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სიტუაცია ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, უკიდურესად მძიმეა. ეს არის ბრძოლა უკრაინის მიწის ყოველი მეტრისთვის. უნდა გვესმოდეს ამ ბრძოლების მნიშვნელობა. იქ მოგებული ყოველი მეტრი მთელი ჩვენი სახელმწიფოს დაცვაა. ყოველი დღე, რომელსაც ჩვენმა გმირებმა გაუძლეს ბახმუტში, ვუჰლედარში, მარინკასა და დონბასის სხვა ქალაქებსა და თემებში, რუსული აგრესიის კვირების განმავლობაში შემცირებას ნიშნავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დონბასში რუსული პოტენციალის უპრეცედენტო განადგურება ხორციელდება.
“იმას, რასაც მტერი ჩვენს დონბასში კარგავს, ვეღარ აღადგენს. ეს რუსული აგრესიის სწორედ ის პოტენციალია, საიდანაც ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ელოდა ჩვენი მთელი უკრაინის განადგურებას”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.