ინფექტიური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს შეხვედრაზე იბარებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და განმარტა, რომ გოგაშვილმა ის შეურაცხმყოფელად მოიხსენია.
”ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით ყოველგვარი მიზეზის, უფრო მეტიც – ყოველგვარი საბაბის გარეშე. დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს, ”- წერს თენგიზ ცერცვაძე.