“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი, დავით მჟავანაძე საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ მხარდაჭერას უწუნებს და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
“დღეს უკრაინელმა პარლამენტარებმა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის დროს, იმ ქვეყნების დროშები გამოფინეს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხდა.
სამწუხაროდ, ამ დროშის რიგებში არ იყო საქართველოს დროშა, რაც საშიში და სამარცხვინო ფაქტია ჩვენი ქვეყნისათვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქათველოს მთავრობა რუსეთის საამებლად ყველაფერზეა წამსვლელი.” – წერს მჟავანაძე.