ჩეხეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დღევანდელ მოქმედებებსა და ადოლფ ჰიტლერის მაშინდელ ჩეხოსლოვაკიისადმი მიმართულ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას შორის პარალელი გაავლო.
“მეორე მსოფლიო ომამდე, ჰიტლერი იქცეოდა ზუსტად ისე, როგორც პუტინი იქცევა ახლა უკრაინაში,- აღნიშნა პაველმა.
პაველის განმარტებით, ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიის რეგიონებში ემოციების გასაღვივებლად გერმანელ უმცირესობებს იყენებდა. სწორედ ასე ცდილობს, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი შეჭრის გამართლებას.
პაველი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერია. მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება თითქმის ერთი თვის წინ მოიპოვა.