„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.
ნათელაშვილის თქმით, პარლამენტი თუ არ ჩამოიშალა, ძნელი იქნება კრიზისის გადაწყვეტა.
არა მარტო პარლამენტის შენობა, ყველა სახლი, ყველა ქალაქი, ყველა ქუჩა წინააღმდეგობის ცენტრად უნდა იქცეს. ქედს ვიხრი ჩვენი ახალგაზრდების წინაშე, მაგრამ პოლიტიკოსები რა მაგალითს ვაძლევთ ახალგაზრდებს? კიდევ აგრძელებს ოპოზიცია პარლამენტში ჯდომას? სიცხე რომ არ გაქვთ მეგობრებო? პარლამენტში ჯდომა და ბრძოლა თქვენ წარმოგიდგენიათ გაწუწვა და მაგიდის წაქცევა? ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ იმ რეჟიმზე, რომელსაც ვებრძვით.
ხომ ხედავთ ძალით გაძევებენ პარლამენტიდან. თვითონ არ გამოდიან პარლამენტიდან და ისინი ყრიან. რას ელოდებით? იეჰოვას მოწმეები გამიგია და ბიძინას მოწმეობა გინდათ? პარლამენტი თუ არ ჩამოიშალა, ძალიან ძნელი იქნება კრიზისის გადაწყვეტა“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.