“ვისაუბრეთ….რომ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების რიტორიკა და გაცხადებული მიზნები უკვე აცდენილია ერთმანეთისაგან”- ნინო ლომჯარია

ვისაუბრეთ იმაზე,  რომ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების რიტორიკა და გაცხადებული მიზნები უკვე აცდენილია ერთმანეთისაგან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა  სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ , ბრიტანელი სახელმწიფო მდივან ჯეიმს კლევერლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი  საქართველოში იმყოფება , პირველი შეხვედრა მან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ბრიტანელი სახელმწიფო მდივანი დაინტერესდა, თუ რით შეუძლიათ საქართველოში დემოკრატიის დახმარება.

„კითხვა,  რაც მან დასვა,  იყო ის,  რომ რით შეუძლია გაერთიანებული სამეფო დაეხმაროს საქართველოს  და საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, რა საჭიროებებია  და როგორ შეუძლიათ მათ პოზიტიური წვლილი შეიტანონ ამ საკითხში. ვისაუბრე რუსეთიდან მომდინარე საფრთეებზე.  ვისაუბრეთ იმაზე,  რომ ქართველის ხალხისა და ხელისუფლების რიტორიკა და გაცხადებული მიზნები უკვე აცდენილია, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის თავდახმის შემდეგ, ხელისუფლების რიტორიკა ძალიან დაემსგავსა რუსულს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

 

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს ახალ ფინანსურ დახმარებას, რომ გაზარდოს რეგიონული მდგრადობა რუსეთის მავნებლური ჩარევის წინააღმდეგ.  საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ასევე გამოყოფს 500 000 ფუნტს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ დაცვას გარე ჩარევისგან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share