ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„მარაზმი თუ ქვეყნის მტრობა?!
რა ღონისძიება ჩაატარა პ-რეზიდენტმა?…
რა იყო ეს?!…
სცენაზე არ იყო 9 აპრილს დარუპული ეროვნული გმირების სურათები…
არც მათი სახელები და გვარები…
არა და, 9 აპრილი ამ ზვარაკად შეწირული 21 ქართველის დღეა! დიახ, ეს არ არის ეროვნული მოძრაობის გამარჯვების დღე! გამარჯვება ამ გმირების სისხლით მოვიდა მერე… მერე… როდესაც ისინი აღარ იყვნენ. ეს არც დამოუკიდებლობის მოპოვების დღეა… დამოუკიდებლობაც მერე მოვიდა… მათი ლამაზი სიცოცხლის ფასად….
9 აპრილი ჩვენი გმირების, ჩვენი სიამაყის, ჩვენი 21 ქართველის ხსოვნის დღეა!!!
ჰოდა, რა გააკეთა დღეს სალომე ზურაბიშვილმა?… რა და, ჩვენ ნაცვლად სამშობლოს თავისუფლებას შეწირულების სახელები ამოშანთა 9 აპრილის გლოვის დღიდან…
და იცით, კიდევ რა გააკეთა ამ ძონძმა?! 9 აპრილის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიკვდილის დღე შეადარა… ჭინკების მიტინგს… ამ წმინდა დღეს გაუთანასწორა – სისხლიანი ნაცმოძრაობისა და ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელზეც ქართველ პოლიციელებს ცოცხლად დაწვას და ხელისუფლებას დამხობას უპირებდნენ!!!!
საქართველოს მოღალატე, უცხოური სპეცსამსახურების აგენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედალი გადასცა ვიღაც მოომიტინგე ქალს, რომელიც ევროკავშირის დროშას აფრიალებდა მაშინ, როდესაც მისი თანამომიტინგე, საქართველოს დროშას, პოლიციელებს უგდებდა ფეხებთან!!!
არ ვიცი, როგორ უნდა აპატიოს საქართველომ ასეთი მასხრად აგდება ამ ქალს?!… ნამდვილად არ ვიცი….
დანარჩენი, ვინ იყო და რატომ იყო იმ დარბაზში, მომავლის თემაა და ამაზე “ქართულმა ოცნებამ” იფიქროს… მე და ჩემ მეგობრებს რომ ვერ გაგვეკარებიან სიახლოვეს, ეგ გუშინაც დავწერე!
ახლა კი, რაც შეეხება რა იყო ის, რაც დღეს ვიხილეთ?…
მე ვფირობ, რომ მარაზმი იყო შეკრებაში მონაწილეთა კონტიგენტი… დაწყებული ნაცსაცოდაობა წითლიძით და დამთავრებული მანანა არჩვაძით…(ერეკლეს და მისი ხმლის ვარიანტია ნამდვილად)
დანარჩენი, პრეზიდენტის გამოსვლა, პოლიტიკური აქცენტები, ვიღაც მომიტინგის დაჯილდოება და ამ მომიტინგის მუქარაშერეული ტონი – აბა, ვნახოთ აწი როგორ მოიქცევიო და 9 აპრილს დიდება უკრაინის ძახილი და სალომეს წუხილი, რომ უწევს ევროინტეგრაციისთვის ბრძოლა… (ვის ებრძვის, ხომ არ იცით?!… ვინმემ, სადმე გადაურბინა?… რავა დონ კიხოტივით ქარის წისქვილებს დაერია “გმირი”… – დიახ, ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს მტრობა!!!
დიახ, მტერია პ-რეზიდენტი საქართველოსი, ჩვენი ოჯახების და ჩვენი შვილების!………… სამწუხაროდ…“ – წერს ხოფერია.