მსოფლიოს უმდიდრესი მილიარდერების რეიტინგში წელს პირველ ადგილზეა Louis Vuitton Moët Hennessy კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო.
Forbes World-ის მილიარდერთა სიის მიხედვით, მსოფლიოს 25 უმდიდრესი ადამიანის ქონება 2,1 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც 200 მილიარდი დოლარით ნაკლებია 2022 წლის 2,3 ტრილიონ დოლართან შედარებით.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი მილიარდერი – Forbes-ის მიხედვით:
ბერნარ არნო
ქონება: 211,8 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: LVMH
ასაკი: 74
ქვეყანა: საფრანგეთი
ფრანგი არნო მსოფლიო მილიარდერების სიის სათავეში პირველად მოხვდა. LVMH-ის შემოსავალი, მოგება და აქციები ბოლო თვეებში გაიზარდა და კონგლომერატის მმართველის ქონებას 53 მილიარდი დოლარი დაემატა.
ელონ მასკი
ქონება: 180 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX
ასაკი: 51
ქვეყანა: აშშ
ელონ მასკი სიაში მეორე ადგილს იკავებს. მასკი Tesla-ს უმსხვილესი აქციონერია. ის ფლობს Tesla-ს დაახლოებით 23%-ს. ის ასევე ფლობს წილს SpaceX-ში, რომელიც დაარსდა 2002 წელს. 2022 წლის მაისში კომპანიის ღირებულება 127 მილიარდი დოლარი იყო.
ჯეფ ბეზოსი
ქონება: 114 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Amazon.com
ასაკი: 59
ქვეყანა: აშშ
ჯეფ ბეზოსმა ონლაინ მაღაზია Amazon 1994 წელს, თავის ავტოფარეხში დააფუძნა. დღეს ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ საცალო ვაჭრობა.
2022 წლის ნოემბერში CNN-თან ინტერვიუში ბეზოსმა თქვა, რომ აპირებს სიცოცხლის განმავლობაში თავისი ქონების უმეტესი ნაწილი დაუთმოს ქველმოქმედებას. მან გასულ წელს 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქცია შესწირა არაკომერციულ ორგანიზაციებს. მილიარდერის წმინდა ქონება გასულ წელთან შედარებით 57 მილიარდი დლარით შემცირდა.
ლარი ელისონი
ქონება: 107 მილიარდი დოლარი
წყარო: Oracle
ასაკი: 78
ქვეყანა: აშშ
ლარი ელისონმა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი Oracle, რომლის პირველი კლიენტი იყო, 1977 წელს დააარსა. 1986 წელს კომპანიამ საფონდო ბირჟაზე 31,5 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები განათავსა.
ელისონი მუშაობდა Tesla-ს დირექტორთა საბჭოში 2018 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე. ის კვლავ ფლობს ელექტრომობილების მწარმოებლის დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ღირებულების წილს.
უორენ ბაფეტი
ქონება: 106 მილიარდი დოალრი
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 92
ქვეყანა: აშშ
უორენ ბაფეტი მართავს საინვესტიციო სახლს Berkshire Hathaway, რომელიც ფლობს წილებს 60-ზე მეტ კომპანიაში.
ამერიკელი კონგრესმენის შვილმა პირველი აქცია 11 წლის ასაკში იყიდა და პირველი საგადასახადო დეკლარაცია 13 წლის ასაკში შეიტანა. იგი გახდა უდავო ავტორიტეტი ინვესტიციების სფეროში.
ბილ გეითსი
ქონება: 104 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Microsoft, ინვესტიციები
ასაკი: 67
ქვეყანა: აშშ
მეუღლე მელინდასთან ერთად ბილ გეითსი ხელმძღვანელობს მსოფლიოში ყველაზე დიდ კერძო საქველმოქმედო ფონდს. ორგანიზაციის მუშაობა მიზნად ისახავს გლობალური ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას.
გეითსმა დღემდე მის ფონდს 59 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა.
მაიკლ ბლუმბერგი
ქონება: 94,5 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Bloomberg L.P.
ასაკი: 81
ქვეყანა: აშშ
1981 წელს მაიკლ ბლუმბერგმა დააარსა Innovative Market Systems, რომელსაც მოგვიანებით დაერქვა Bloomberg LP და რჩება მის მთავარ მფლობელად. დღეს ბიზნესს ყოველწლიურად 10 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მოაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ Bloomberg-მა გასული წლის განმავლობაში 1,7 მილიარდი დოლარი შესწირა ქველმოქმედებას.
კარლოს სლიმ ელუ და ოჯახი
ქონება: 93 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ტელეკომუნიკაცია
ასაკი: 83
ქვეყანა: მექსიკა
კარლოს სლიმ ელუ მექსიკის უმდიდრესი ადამიანია. ის აკონტროლებს America Movil-ს (ლათინური ამერიკის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი), ფლობს წილებს მექსიკურ კომპანიებში სამშენებლო, სამომხმარებლო და სამთო სექტორებში, ასევე საცალო ვაჭრობაში. მილიარდერი ასევე ფლობს 17%-ს ამერიკულ გაზეთ The New York Times-ში.
სლიმი და მისი ოჯახი ფლობენ Grupo Carso-ს 79%-ს, ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატს ლათინურ ამერიკაში, რაც წარმოადგენს მისი ქონების 8%-ზე მეტს.
სლიმი2019 წლის შემდეგ პირველად მოხვდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ში.
მუკეშ ამბანი
ქონება: 83,4 მილიარდი დოლარი
სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები
ასაკი: 65
ქვეყანა: ინდოეთი
გასულ წელს,ნავთობის გიგანტი Reliance Industries Ambani გახდა პირველი ინდური კომპანია, რომელმაც 100 მილიარდი დოლარის შემოსავალს გადააჭარბა.
სტივ ბალმერი
ქონება: 80,7 მილიარდი დოლარი
ცვლილება წლის განმავლობაში: მინუს 936 მილიონი დოლარი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
ასაკი: 67
ქვეყანა: აშშ
სტივ ბალმერი არის Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. იგი შეუერთდა კომპანიას 1980 წელს და ხელმძღვანელობდა MS-DOS-ისა და Windows-ის პირველი ვერსიების შემუშავებას.
Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის წმინდა ქონება გასული წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარით შემცირდა.
წყარო: forbes