მეცნიერების, პედაგოგების, იურისტების, მედიკოსებისა და მხატვრების შემდეგ ახლა უკვე მუსიკოსები და მსახიობები – ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას ახალ მხარდამჭერები ჰყავს. კლუბ “რა, სად, როდის” წევრების ინიციატივით შექმნილ გაერთიანებას ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წამომადგენლები უერთდებიან.
მათი მთავარი მოთხოვნა უკანონდ დაკავებული, პოლიპატიმარი მედიამენეჯერის გათავისუფლებაა. დღევანდელ მიმართვას ჰყავდა ერთი კონკრეტული ადრესატიც, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც, საზოგადოების აზრით, უნდა გამოიყენოს უფლება და ნიკა გვარამია შეიწყალოს.