ლაშა ტალახაძე ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსან ლაშა ტალახაძეს, 2022 წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო ერევანში, ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გადაეცა.

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფორმატი შეიცვალა და ამიერიდან, საუკეთესო სპორტსმენს გულშემატკივრის ნაცვლად სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები დაასახელებენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლაშა ტალახაძე საუკეთესოდ უკვე საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა აღიარეს.

16 აპრილიდან ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ტელერეპორტაჟებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share