საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილის ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ადმინისტრაცია წერს, თუ რომელი დიზაინერის სამოსით წარსდგა პრეზიდენტი ბუკინგემის სასახლეში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე.
„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქართველი დიზაინერების მხარდაჭერისა და პოპულარუზაციის მიზნით, ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში მიღებაზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართა, ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაიძის სამოსით წარდგა.
რაც შეეხება დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას, იქ ირაკლი ნასიძისა და ჯაბა დიასამიძის სამოსითა და ნინა ზარქუას აქსესუარით დაესწრო”, – წერია განცხადებაში.