ამ “პატივცემულმა” მთავრობამ უკვე ყველა სამარცხვინო ლიმიტს გადააჭარბა!
რუსეთთან ფრენების აღდგენა?! მართლა?!
როდესაც მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა მათთან ფრენები?! საუბარია იმაზე რომ ყველა ევროპული საჰაერო კომპანია გავა საქართველოს ბაზრიდან! სად ვიფრენთ იცით მარტო? მინსი, მოსკოვი,სანპეტერბურგი და ა.შ.
Welcome to USSR Georgia
საქართველოს “ოცნება” თქვენ “საქართველოს დასასრული” უნდა გერქვათ!
დაბარჩენი პარტიების დიდი უმრავლესობის წარმომადგენლებიც ჩემი აზრით უმაქნისი და გაყიდული პოლიტიკოსები ხართ!
ფაქტი ერთია: ქვეყანა და ერი თქვენ არ გაღელვებთ! რა გაღელვებთ დიდი ხანია გავიგეთ უკვე!
უნდა ვიბრძოლოთ?! არ უნდა დავნებდეთ?!
რა თქმა უნდა! წინააღმდეგ შემთხვევაში დასრულებულია ჩვენთვის ყველაფერი!
გული მაქ გახეთქვაზე!
წერს ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი.