კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოების გამოცემაში 1882 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით – „1879 წელს სოფლების ქობულეთის და ხუცუბანს შორის იმ ადგილზე სადაც გასული ომის დროს მდინარე კინტირშზე რუსულმა არმიამ ხიდი გააკეთა, ურიადნიკმა გულ-ახმედ ნამაზ-ოღლიმ იპოვა ორი ბრინჯაოს ცული, რომელიც გადასცა გაზეთ „დროების“ რედაქტორს ბატონ მესხს. 1881 წლის შემოდგომაზე გულ-ახმედმა იმავე ადგილზე მდინარის ნაპირის ჩამონაშალში იპოვა ორი ბრინჯაოს ცული, ორი გატეხილი ბრინჯაოს მშვილდსაკრავი და ბრინჯაოს ლომის ფიგურა, რომელიც შეცდომით ოქროდ მიიჩნია და ჩამოფხიკა მასზე არსებული ჟანგი; ამასთანავე მანვე იპოვა რამდენიმე ონიქსისა და მინის მძივი და პატარა სახელურიანი ქოთანი, რომელსაც ჰქონდა ლითონის სადნობი ჭურჭლის ფორმა (კომაროვი).
.
ჩემი თხოვნითა და ჩემს მიერ გადაცემული თანხის საფასურად გულ-ახმედმა იმ ადგილზე აწარმოა მცირე გათხრები, რომელმაც მოგვცა შემდეგი რეზულტატი:
მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირი წარმოადგენს წითელ თიხნარს; ერთი საჟენის სიღრმეზე ნაპოვნია სამარხი, რომლის ზედაპირს არა აქვს სამარხისათვის დამახასიათებელი არაირი ნიშანი; გარდაცვლილები უბრალოდ დაფლულია მიწაში; ძვლებისაგან დარჩენილია მხოლოდ კბილები; რა მიმართულებით იყო გარდაცვლილები დაფლული გაუკვეველია; ნაპოვნია ბრინჯაოს შემდეგი ნივთები:
.
1) ხანჯალი ნახატით და ნახვრეტით ტარისათვის; 2) გრძელი დანის ნატეხი; 3) მშვილდსაკრავი; 4) წელის სარტყელის შესაკრავი გლუვი ბალთა; 5) სამი წელის სარტყელის ბალთა, ნახატებით – წრეებით და ჩარჩოში ცხენის თავების გამოსახულებით; 6) თხელი და გლუვი ზედაპირის მქონე სამი სამაჯურის ნატეხი; 7) კონუსური ფორმის სპირალი; 8 ) თხელი ბრინჯაოდან გამოჭედილი ლამბაქები შუაში ნახვრეტით; 9) მასიურ თავიანი ქინძისთავი ხაზებით შერულებული ნაძვის გამსახულებით ნახვრეტით; 10) ცულის ბასრთავიანი ყუა; 11) ბრინჯაოს ბრტყელი სამი ნაჭერი, რაიმე სახის დამუშავების გარეშე; 12) ყაზბეგში ნანახის მსგავსი ონიქსის მძივები; 13) მინის მძივები; 14) რკინის ხანჯალის ნატეხი; (კომაროვი)“
.
დიმიტრი ანუჩინის მიხედვით ყველა ზემოხსნებული ნივთი მიკუთვნებული უნდა ყოფილიყო კობანის კულტურისათვის. მსგავსი ნივთები ნაპოვნია საბერიოში და ოჩამჩირეში;
.
P.S. კობანის კულტურა – 1869 წელს სოფელ კობაბში ნახულ ნივთებს არქეოლოგებმა კობანის კულტურა უწოდეს, კულტურის არეალი მოიცავს როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ კავკასიას, თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIV/XIII/XII – IV საუკუნეებით.
.
– А. Комаров – Краткій обзоръ послѢднихъ археологическихъ находокъ в Кавквзском крае (ИзвѢстія Кавказскаго Общество Исторіи и Археологіи Т1- 1882 г.)
– Д. Анучин – Доисторическая ахеологія Кавказа – Журналъ Министерства народнаго просвѢщенія 1884;
– ხიდი მდინარე კინტრიშზე – გრავიურა ჟურნალიდან Всемірная Иллюстрація 1883 #30-235
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა