არ მივცემ უფლებას, ქართველ ხალხს დასწამოს ქსენოფობია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეზე განაცხადა.
“ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადი და თითქმის ნახევარი არის ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს 70 000 ან 80 000-ს ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა. არ მივცემ მას უფლებას, რომ ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი. მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ არის ჩვეულებრივი თემა რუსეთის, რომ ვითომ თავის მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას, არც საზოგადოება, არც მე და სადაც საზოგადოებაა, იქ მე ვიქნები” – აცხადებს კობახიძე.