დროა, გაიგზავნოს ნათელი მესიჯი ბრიუსელში, შეასრულეთ პირობები! – გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი

“მე პირადად, ასევე მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, მაგრამ ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. არსებობს შეშფოთებაც”- ამის შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა განაცხადა.

მიხაელ როტსი  ოცნებას პირდაპირ ეუბნება, რომ  დრო ცოტაა და საქმეს  უნდა მიხედონ.

გასულ ორ თვეში ჩვენ მივიღეთ უცნაური გზავნილები თბილისიდან და არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს გზავნილები ქართველი ხალხის სურვილს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საკითხი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი. ვერ ვხვდები, რატომ წარმოადგინეს პოლიტიკოსებმა ეს კანონპროექტი, რომელიც რუსულს ჰგავს. 

ჩვენ პირველ რიგში ერთიანი ფასეულობების მქონე კავშირი ვართ. ევროკავშირი არ არის უბრალოდ ერთიანი ბაზარი. ამიტომ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს საქართველოში, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეხედონ როგორც პარტნიორს და არა როგორც მტერს”- აცხადებს მაღალჩინოსანი. 

მისი თქმით, “ახლა არის დრო, რომ გაიგზავნოს ნათელი მესიჯი ბრიუსელში”

ჩვენ ველით თქვენგან, რომ შეასრულებთ პირობებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულებები, მაგრამ ეს იოლი საქმე არ არის. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ორ თვეში გააკეთებთ ბევრს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით. არავის სურს, რომ ჭკუა ასწავლოს საქართველოს. ვფიქრობ, ხალხმა აქ, თქვენს ქვეყანაში, ხმამაღლა თქვა თავისი სათქმელი. ამიტომ, გახსენით კარტი. ჩვენ ის უკვე გახსნილი გვაქვს და ახლა თქვენი ჯერია, რომ საშინაო დავალებები შესრულდეს. 

გერმანია მზად არის ააშენოს ხიდები.
ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია და საქართველომ, როგორც უკვე ვახსენე, უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეოლიგარქიზაციაა, რომელიც გადამწყვეტია კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის. დრო არ ითმენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share