ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
„უთხრა ამათ ხალხმა გასაგებად, კურსის შეცვლის უფლებას არ მოგცემთო. ამათ არ გაიგეს ცოცხალი თავით. ახლა თაღლითი გრეჩიხას პირით გვითვლიან, დასავლეთი არაო. გახრწნილი ფრიდონ ინჯიას ხელით ახალ რუსულ კანონებს აინიცირებენ. ნატოს წვრთნებში აღარ მონაწილეობენ. სტატუსის საკითხის გარკვევამდე უამრავი მავნებლობა აქვთ დაგეგმილი, რომ როგორმე ჩააგდონ. ხალხის მოთმინებას ცდიან, კონსტიტუცია თავზე გადაიხიეს და ერთი საცოდავი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებასაც კი არ აძლევენ პარლამენტში ოპოზიციას. მერე დგანან და რევოლუციური სცენარი უნდაო ოპოზიციას გაიძახიან. არადა აშკარად თვითონ ჩალიჩობენ რევოლუციურ სცენარს. როგორც ჩანს, ივანიშვილს ურჩევნია პუტინს უთხრას დამამხეს და რაღა მექნაო, ვიდრე პოლონიუმის შიშით იცხოვროს დარჩენილი ცხოვრება.“ – წერს ჯანგირაშვილი.