ჩვენ სახელმწიფო და საჯარო ინტერესების მხარეს ვდგავართ და ვიცავთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება. ისინი [რადიკალური ოპოზიცია] არიან ქვეყნის, საქართველოს ოპოზიციაში და ცდილობენ, რომ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან” განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მიზეზი, რის გამოც უმრავლესობა არ უჭერს მხარს სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.
„პირველი საგამოძიებო კომისია სწორედ ჩვენს მიერ რეფორმირებული რეგლამენტით შექმნა ოპოზიციამ. ვერანაირად მივიღებთ ბრალდებას, რომ ჩვენ ოპოზიციას ყველა საგამოძიებო კომისია დავუბლოკეთ. პირველად მოხდა და ისიც სასამართლოზე, როდესაც ოპოზიციამ სცადა ამ კომისიის შექმნა, მანამდე ყველა მათი ინიციატივა მუქარა, დაპირება, რომ კომისიას შექმნიდნენ ისევ მათივე მიზეზით, იმის გამო რომ არ დადიოდნენ სხდომებზე, არ ჰქონდათ საკმარისი ხმები და ერთმანეთში ვერ კოორდინირდებოდნენ, მხოლოდ ამის გამო ვერ ქმნიდნენ. ჩვენ სახელმწიფო და საჯარო ინტერესების მხარეს ვდგავართ და ვიცავთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება. ისინი არიან ქვეყნის, საქართველოს ოპოზიციაში და ცდილობენ, რომ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს არის მიზეზი, რატომ არ დავუჭირეთ მხარი ამ კომისიას”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.