ქალაქ მოლდოვაში 9 – 12 ივნისს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენმა ანრი სურმანიძემ ევროპაზე ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა!
I ადგილი
ანრი სურმანიძე (90 კგ მარცხენა მკლავი )
ანრისთვის ეს პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი იყო და მან ამ გამოწვევას თავი ღირსეულად გაართვა.
ასევე ევროპაზე ოზურგეთიდან საბა ეზიეშვილმა ( 60 კგ მარცხენა მკლავი) იასპარეზა. მისთვისაც ასეთი მასშტაბური ბრძოლა პირველი იყო. მან ფაქტობრივად მოგებული, ნახევარფინალში გასასვლელი ბრძოლა დათმო და შინ ბრინჯაოს გარეშე დაბრუნდა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლით საბამ დიდი გამოცდილება მიიღო.
მწვრთნელები : გიორგი რუსიეშვილი, ილია ჟვანია, ზურა ბურჭულაძე