მსოფლიოში მოსავლიანობა საფრთხის წინაშეა – მიზეზი

მსოფლიო ცხელ ზაფხულს ებრძვის, რომელიც დიდი ალბათობით ბოლო წლების რეკორდს მოხსნის. გაუსაძლისი სიცხეებია თანაბრად პლანეტის ევროპულ და აზიურ ნაწილებში. ესპანეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ტაილანდში – ჰაერის საზომი თერმომეტრი 45 გრადუს ცელსიუსს აჩვენებს და ეს მაშინ, როდესაც ზაფხულის ძირითადი ნაწილი ჯერ წინაა.

გარდა ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემებისა, ცხელ ზაფხულს განსაკუთრებით ცუდი შედეგი მოსავლიანობაზე მოაქვს. გაუსაძლისი სიცხე ნეგატიურად აისახება ამა თუ იმ კულტურაზე, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს.

მაგალითად, ინდიანას შტატში ამინდი ფერმერების შეშფოთებას იწვევს. ადგილობრივი კლიმატოლოგი ბეთ ჰოლი მოუწოდებს მწარმოებლებს, თვალყური ადევნონ ნათესებს და გვალვის სტატუსს.

corn-dryfieldlo-1688709025.jpg

უკვე ცნობილია, რომ შტატში სიმინდის მოსავლის პირობები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაუარესდა. სპეციალისტები ამ ფაქტს შემდეგნაირად აფასებენ: „ჯერ კიდევ უცნობია, იქნება თუ არა მოსავლიანობის მხრივ მნიშვნელოვანი დანაკარგები, მაგრამ თუ ეს ამინდები მომდევნო ორი კვირა კიდევ გაგრძელდება, შეშფოთების მიზეზი ნამდვილად გვექნება“, – აცხადებენ ისინი.

არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა ჩინეთის რეგიონებში, სადაც ჩაი მოჰყავთ. ადგილობრივ მოსავლიანობაზე ნეგატიურად იმოქმედა 2022 წლის სიცხემაც, რის შედეგადაც ჩაის მოსავალმა 40%-ით იკლო.

2022 წლის აგვისტოში ჩინეთში ტემპერატურა რეგულარულად აღემატებოდა 40 გრადუსს, განსაკუთრებით იანძის აუზში, ერთ-ერთ მთავარ მდინარეზე, რომელიც ჩინეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კვეთს.

წელს აქ ბოლო 60 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა – 45 გრადუსი დაფიქსირდა.

d4e9c5b-1687540141528-maxnewsfrfive138898-1688709048.jpg

იანძზე დაფიქსირდა წყლის ყველა დაბალი დონე ისტორიაში. როგორც წესი, ამ პროვინციაში აგვისტოდან ოქტომბრამდე შუალედში 70 დღის განმავლობაში წვიმს, თუმცა არა შარშან. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ წელს ეს არ განმეორდება.

საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა მეზობელ თურქეთში. ადგილობრივი ფერმერები შიშობენ, რომ ფორთოხლის ყვავილი, რომელიც ჩვეულებრივ აპრილში ჩნდება, წელს ერთი თვით ადრე, მარტში გამოჩნდა. თუ სხვა რეგიონებში ივნისში მწველი მზე იყო, აქ წყალდიდობების პერიოდი დაემთხვა, რაც სპეციალისტების თქმით, ასევე კლიმატის ცვალებადობაზე მიუთითებს.

ამჟამად რეგიონში საკმაოდ ცხელა და ისეთი კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი და სხვა ერთწლოვანი მცენარეები, დარგვის შემდეგ საჭიროებენ დაუყოვნებლივ წყალმომარაგებას.

„ყველანაირი პირობა დგება, რომ ციტრუსის მოსავლიანობამ მინიმუმ 2%-ით იკლოს. მალატიის რეგიონში გარგარის მოსავლიანობის 22%-იანი კლება უკვე არის. მიუხედავად ზეთისხილის წარმოების ფართობების ზრდისა, ჩვენ ვხედავთ რეგიონულ დანაკარგებს 2-3%-ით სეზონური ცვალებადობის გამო“ – აცხადებს ადგილობრივი ფერმერი.

საგანგაშო მდგომარეობაა ეკვადორში. ელ-ნინიოს ფენომენის გარდაუვალი ზემოქმედების გამო, ეკვადორის ბანანის მწარმოებელთა ასოციაცია 125 000 ჰექტარამდე ბანანის პლანტაციების შესაძლო დაკარგვას პროგნოზირებს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის გარკვეული, როდის და რამდენად იმოქმედებს ელ-ნინიო ეკვადორზე, AGROBAN-ის შეფასებით, ფენომენი პიკს სექტემბრიდან დეკემბრამდე მიაღწევს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თუ ელ-ნინიო სრული ძალით იქნება, წყალდიდობამ შეიძლება პლანტაციები 98,000-დან 128,000 ჰექტარამდე დააზიანოს.

bananekva1-1688709224.jpg.webp

ეკვადორში ამჟამად დაახლოებით 500 000 ჰექტარი დამუშავებული მიწაა, რომელიც ბანანის წარმოებისთვის გამოიყენება. ყოველ კვირაში 7,5 მილიონამდე ყუთი ბანანი იწარმოება.

სპეციალისტები წარმოების 25%-იან შემცირებას ვარაუდობენ, რაც ინდუსტრიის ყოველწკვირეულ ზარალს 17 მილიონ დოლარამდე გაზრდის.

უჩვეულო კლიმატის გამო საფრთხე ემუქრება ასევე ბრინჯის, კაკაოს, აფრიკული პალმის, სიმინდის ზოგიერთი სახეობისა და კრევეტების მწარმოებელ ადგილებს. თუმცა, მათი მტკიცებით ბანანის სექტორი ყველაზე დაუცველია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share