„ხალხი მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციასაც გაურბის“ – ხათუნა ლაგაზიძე

„ეს ამდენი საქართველოდან გაქცეული ქართველი გაურბის არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, გაურბის საქარტველოს ოპოზიციასაც“, -ამის შესახებ ანალიტიკოსმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.

ლაგაზიძის თქმით, ქართული ოცნების გარდა საქარტველოს ხელისუფლებას ქართული ოპოზიციის იმედიც არ აქვს.

„ეს ამდენი საქართველოდან გაქცეული ქართველი გაურბის არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, გაურბის საქართველოს ოპოზიციასაც. ეს არის პროტესტი არა მარტო ქართული ოცნების მიმართ, ეს არის პროტესტი ქართული ოპოზიციის მიმართაც. იმიტომ რომ მათ ვერაფერი ვერ შესთავაზეს ისეთი, საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც ამ ქვეყანაში დაამაგრებდა. ხვალინდელი დღის იმედი კი არა, რეალური ხედვა ვერ შესთავაზეს. ეს არის პროტესტი რომელსაც აქვს ორლესული მახვილის ფორმა, ერთი საქართველოს ხელისუფლების და მეორე საქართველოს ოპოზიციის მიმართ. იმიტომ, რომ გამორცხულია ეს ხალხი აქედან წასულიყო ძალიან ცუდი ხელისუფლების პირობებშიც კი მათ რომ ქონოდათ ოპოზიციის იმედი და მათ რომ ჰქონოდათ ოპოზიციის სახით რეალური ცვლილებების იმედი. ამაზე ფიქრობს ვინმე ქართულ ოპოზიციაში, რომ ეს მათი განაჩენიც არის?!“,-განაცხადა ლაგაზიძემ „ფორმულას“ ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share