საქართველოს ხელისუფლება უახლოვდება ყველა იმ ქვეყანას, სადაც ავტორიტარული რეჟიმია – გამზარდია

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
”საქართველოს ხელისუფლება უახლოვდება ყველა იმ ქვეყანას, სადაც ავტორიტარული რეჟიმია.
გარკვეულ ეპიზოდებში, შესაძლოა სასარგებლოდაც.
საქართველოს ოპოზიციური სპექტრი კი აძლიერებს ხელისუფლების ძალაუფლებას და ავტორიტარიზმს.
რატომ?
იმიტომ, რომ ჩვენი ოპოზიცია ისეთია, როგორიც არის და არც ცდილობს შეცვლას.
საქართველოში ბევრად ხანგრძლივი ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდა, ვიდრე ბევრს ჰგონია, მხოლოდ, კლასიკური ავტორიტარიზმისგან განსხვავებით, ის მოდერნისტულია, ალაგ-ალაგ დემოკრატიული დეკორით.” – წერს გამზარდია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share