„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები, მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი..“

კურორტ შოვში, სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ადამიანები მეწყრის დროს დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებენ და საზოგადოებას დახმარებას თხოვენ.

სოციალური ქსელის მომხმარებელი სტიქიის დროს დაკარგული ოჯახის წევრების ფოტოებს და სულისშემძვრელ სტატუსს აქვეყნებს:

”ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები …..კაბინეტებში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე. მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი” – წერს მარიტა გუტაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share