ადვოკატი კახა ჩავლეშვილი სოციალურ ქსელი ასკანის ავტობუსში მომხდარი სახალისო ამბის შესახებ წერს:
”ასკანაში მივდიოდი. ძველი ,,პაზიკი,, რახარუხით მიდიოდა. ავტობუსში ერთ მხცოვან ქალბატონს ძაან ხმამაღლა ეძინა, ისე ხმამაღლა, რომ მორახრახე პაზიკის ხმაც გადაფარა და მგზავრებიც შეაწუხა.
ატყდა ერთი ამბავი გავაღვიძოთ, გავაღვიძოთო, მაგრამ ეტყობა ავტორიტეტული ქალბატონი იყო და ყველას ერიდებოდა მისი გაღვიძება.
ამ დროს, იქვე ფეხზე მდგომმა ერთმა ზორბა კაცმა გვარიანად შეანჯღრია მძინარე ქალბატონი, გააღვიძა და ეუბნება – ქსენია აგენი გაღვიძებდნენ და მე არ დავანებე! ხომ ვქენი კაი!?” – წერს ჩავლეშვილი.