ჰამასი ნიშნავს ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას და არაბულად ნიშნავს „გულმოდგინებას“.
ჰამასი, აკრონიმი სრული სახელი – „ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ-ისა“, პირდაპირი თარგმანი: „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“, რომლის მიზანია „პალესტინის განთავისუფლება ისრაელის ოკუპაციისგან“.
ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული აშშ-ის, კანადის, ევროკავშირის და ისრაელის მიერ.
„ჰამასი“ ღაზას სექტორს 2007 წლიდან აკონტროლებს. ტერიტორიას, სადაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მოძრაობა „ჰამასი“ ღაზაში 1987 წელს იმამმა შეიხ აჰმედ იასინმა და მისმა თანაშემწემ აბდულ აზიზ ალ-რანტისიმ დააარსეს.
ორგანიზაციის მიზანია გააერთიანოს პალესტინა ისლამური სახელმწიფოს ქვეშ, რომელიც სრულიად მოუღებს ბოლოს ისრაელს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
წყარო: aljazeera