პრემიერო, ეს არის თქვენი მშვიდობა? – სოფო ჯაფარიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მოკავშირე რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს სადისტურად კლავს.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება რუსული პოლიტიკის გამტარებელია, ამიტომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე რეაგირებას არ მოახდენს.

ჯერ, პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების და პრემიერის მშვიდობა? ეს არის ის ყველაფერი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ისინი ასე მშვიდი სახეებით გვესაუბრებიან, ეს არის მშვიდობა, როდესაც რუსი სამხედროები, ოკუპანტები შემოდიან და ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ ქვეყანაში, ეს არის ტრაგედია. ჩვენმა ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, ისინი რუსულ პოლიტიკას ატარებენ. სწორედ მათი მოკავშირე გვიკლავს ჩვენ მოქალაქეებს ჩვენსავე ქვეყანაში – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share