“ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ” – რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელეობას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება:
“რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს აქვს 200-წლიანი გამოცდილება იმისთვის, რომ იცოდეს, რომ მოძალადის დამშვიდება არ მუშაობს. ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს”, – წერს კრამონი.
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.