ევროკავშირში გასაგზავნი ხელმოწერების ათვლა დაიწყო – დღეს საქართველოს პრეზიდენტი იყო პირველი, რომელმაც თავისი ხელმოწერა საჯაროდ დააფიქსირა და განაცხადა, რომ ხელმოწერა ღია არის ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური მიკერძოებულობისა.
ზურაბიშვილმა კიდევე ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას ხელის მოწერისკენ, რადგან მისი თქმით, სწორედ ახლა და ამით წყდება საქართველოს მომავალი.
”მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხელმოწერა ღია არის ყველასთვის. დღეს ჩვენ ყველა დავპატიჟეთ, პოზიცია, ოპოზიცია. არ ვიცი, ყველა მოვიდა თუ არა, მაგრამ დღეს ჩვენ ვიძლევით ერთიანობის საშუალებას. ხელმოწერა ღია არის ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური მიკერძოებულობისა. ამ ხელმოწერაში მიკერძოებულობას ადგილი არ აქვს. ყველა, პატარა, დიდი, რაც არ უნდა იყოს მისი პოლიტიკური თუ რელიგიური მსოფლმხედველობა, ხელი ყველამ უნდა მოაწეროს, რადგან ეს არის საქართველოს მომავალი. ახლა მინდა, წაგიკითხოთ ჩვენი მიმართვა და პირველი მე მოვაწერ ხელს, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.