სკანდინავია მსოფლიოს მოუწოდებს უკრაინისათვის გაერთიანებას

დემოკრატების ლიდერის სენატში შუმერის თქმით ზელენსკის შეხვედრა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების წარმომადგენლებთან პროდუქტიული იყო

თუმცა ექსპერტების აზრით უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი კონგრესში უშედეგო იყო, რადგან რესპუბლიკელები კვლავ მყარად რჩებიან თავიანთ პოზიციებზე და მძევლად უკრაინის დახმარება ყავთ აყვანილი

შანსი იმისა რომ კონგრესმა ნიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცოს საშობაო არდადეგებამდე მიზერულია

ამერიკაში საუბრობენ რომ ამ ქვეყნის სამხედრო დახმარების გარეშე უკრაინის გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა

ნიუ იორკ ტაიმსის ცნობით ამერიკა კიევში ახალი სტრატეგიის გასაცნობათ და დასანერგად რამდენიმე ამერიკელ გენერალს გააგზავნის-ახალი სტრატეგიის ძირითადი მონახაზია-კიევმა არ დახარჯოს საკუთარი პოტენციალის დიდი ნაწილი იარაღის წარმოებაზე-მთელი 2024 წელი დაუთმოს სტრატეგიულ თავდაცვას -და მოემზადოს 2025 წლისთვის როცა დაიგეგმება მთავარი გარღვევა

ამერიკამ და კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს

ეს შეეხო პაკისტანის, ჩინეთის, ჰონკონგისა და რუსეთის 4 იურიდიულ და 9 ფიზიკურ პირს, რომლებსაც დაუმტკიცდათ სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის სამხედრო მანქანის ხელშეწყობის აქტივობებში მონაწილეობა

ამერიკის პრეზიდენტმა ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ეს უახლოეს ხანებში მოხდება თავისთავად ნატოს წევრი ქვეყნების კონსესუსის შემდეგ

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კი ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალ 200 მილიონიან პაკეტზე მოაწერა ხელი- რაშიც შედის

ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კომპონენტები

საარტილერიო ჭურვები ჰაიმარსებისათვის და ჭყრვები 155 და 105 მმ ჰაუბიცებისათვის

მაღალისიჩქარის ანტილოკაციური რაკეტები

ოპტიკური სათვალთვალო რაკეტები

ჯაველინები

ცეცხლსასროლი იარაღისათვის 4 მილიონი საბრძოლო მასალა

წინაღობების გადამლახავი დანადგარები

სპეციალური მოწყობილობები ნკრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად

სათადარიგო ნაწილები, გენერატორები და სხვა

ბაიდენმა კიდევ ერთხელ მიმართა კონგრესმენ რესპუბლიკელებს

“როცა თქვენ გადიდებენ რუსი პროპაგანდისტები დროა ჩაფიქრდეთ სად დგახართ და რას აკეთებთ, რადგან ისტორია მკაცრად გაასამართლებს ყველა იმ ადამიანს ვინც ზურგი აქცია თავისუფლებას”

თუმცა ამასთანავე ბაიდენმა ზახი გაუსვა რომ მზადაა საზღვრის საკითხზე რესპუბლიკელებთან კომპრომისზე წავიდნენ

საინტერესო მონაცემები ამერიკის დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა როიტერმა

ამ ცნობით რუსებმა უკრაინაში დართომასშტაბიანი შეჭრიდან 315 ათას ჯარისკაცზე მეტი დაკარგეს მოკლული დადაჭრილის სახით, ეს კი ამერიკის დაზვერვის ცნობით უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტისათვის რუსეთის სამხედრო რესურსის 80% ია

როიტერი ასევე გვამცნობს რომ ამერიკის დაზვერვის მონაცემებით უკრაინაში რუსების დანაკარგებმა, სამხედრი ტექნიკის მასშტაბებით ამ ქვეყნის არმიის მოდერნიზაციის შესაძლებლობა მინიმუმ 18 წლით უკან გადაისროლა

ფინეთი აცხადებს რომ 2027 წლამდე ღავის სამხედრო წარმოებას მინიმუმ გააორმაგებს, განსაკუთრებული ყურადღება კი მძიმე ტექნიკის წარმოებას დაეთმობა და ასევე აცხადებს რომ უკრაინის დახმარებაც გაძლიერდება

ევროკომისიამ შეიმუშავა იურიდიული მექანიზმები თუ როგორ გადასცეს ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები-რომელიც ტრილიარდ დოლარის ფარგლებშია-უკრაინას

ისრაელი

დასავლეთში აცხადებენ რომ  რაც უფრო წარმატებული ხდება ისრაელის ომი ჰამასის წინააღმდეგ მით უფრო კარგავს ისრაელი დასავლეთის მხარდაჭერას

სკანდინავია მსოფლიოს მოუწოდენს უკრაინისათვის გაერთიანებას

“ფაინენშელ თაიმსი” აქვეყნებს დანიის, ნორვეგიის, ისლანდიის, შვეციისა და ფინეთის ქვეყნების ლიდერების ერთობლივ მოწოდებას

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share