უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას – კალაძე

”ბიძინა ივანიშვილს პირველი, რაც მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ბიზნესი არასდროს არ ჰქონია. საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული და დღესაც აგრძელებს. უამრავი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით და თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალური მონაცემები, რამდენი მილიარდი დოლარია დახარჯული ქველმოქმედებაში. მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, რომ ასეთი მხარდამჭერი და საქველმოქმედო პროექტები იქნეს განხორციელებული.”

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

2023 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ, $6,55 მილიარდს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share