ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვლი სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საახალწლო ხარჯების შესახებ წერს”
”9500 ლარი ერთ სუფრაში … სერიიდან ღარიბი ქალაქის მდიდარი მერი.
როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, თალაკვაძემ არ იცოდა თუ კალანდას სტუმრები ეყოლებოდა და ამიტომ, 9500 ლარი ერთ პირთან მოლაპარაკებით გააფორმა, უტენდეროდ.
მაშინ, როცა ოზურგეთის მოსახლეობის ნახევარი ოფიციალურად შემწეობას ითხოვს, ბავშვები შიმშილობენ და ახალ წელს ცარიელ მაგიდასთან შეხვდნენ, მერი აი ასე ილხენდა…
სტუმარიც ვიცით გურულებმა, მასპინძლობაც, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ნაკლები ჩაედოთ ჯიბეში და ამ თანხის ნახევარი მაინც გაემეტებინათ ხალხისთვის, რომლებსაც უბრალოდ ბავშვებისთვის ცოტაოდენი ტკბილეული რომ მიეტანათ, ისიც გააბედნიერებდათ.
ამ ხელშეკრულებასაც საგულდაგულოდ მალავდნენ…” – წერს ნიკოლაშვილი.