“ტრამპი არ იცნობს პუტინს, რადგან მასთან არასდროს უბრძოლია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ამერიკელების წინააღმდეგ წავა”, თუ უკრაინის ნაცვლად რუსეთის მხარდაჭერას აირჩევს.
“ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, დონალდ ტრამპი იყოს პუტინის მხარეს… დაუჯერებელია.” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს სჯერა, რომ ტრამპს, რომელიც ამტკიცებდა, რომ არჩევის შემთხვევაში კონფლიქტს ერთ დღეში დაასრულებდა, პუტინის მიზნების არ ესმის.
“ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არ იცნობს პუტინს. ვიცი, რომ შეხვედრია… მაგრამ არასოდეს უბრძოლია პუტინთან. ამერიკის არმიას არასოდეს უბრძოლია რუსეთის არმიასთან. არასოდეს… მე უკეთესად მესმის… ვფიქრობ, მას არ ესმის, რომ პუტინი არასოდეს გაჩერდება”, – ამბობს ზელენსკი.