ღარიბაშვილსაც კი არ უკადრია ის, რაც კობახიძემ იკადრა – ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის ქმედებას, აშშ-სთან პარტნიორობის შესუსტებასა და ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების შესახებ, სითავხედეს უწოდებს და აცხადებს, რომ მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილსაც კი არ გაუკეთებია ასეთი სამარცხვინო განცხადება, რაც კობახიძემ გააჟღერა.

თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან 30-წლიანი თანამშრომლობა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

”ღარიბაშვილსაც კი არ უკადრია ის, რაც კობახიძემ იკადრა. ღარიბაშვილსაც კი მთელი ამ 2-წლიანი ეპოპეის განმავლობაში, რაც ივლისში სტრატეგიული განაცხადით დასრულდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ამის მიუხედავად მას ამ ტიპის მცდელობა, დაეკნინებინა საქართველოს განვითარებაში, საქართველოს სახელმწიფოდ შედგომაში ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კობახიძემ. აქამდე არავის, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი ასეთი სითავხედე არ ჩაუდენიათ”, – ამბობს ხიდაშელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share