რეჟისორი ირაკლი მახარაძე ”ორბი” ჯგუფის მიერ ბახმაროში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ წერს:
”თუ ბახმაროში ეს ჯოჯო პროექტი განხორციელდება, დამნაშავე არა ორბი, მისი ხელშემწყობნი და ხელისუფლება იქნება, რამედ ჩვენ მოქალაქეები, რომლებიც ცხვრების ფარას დაგვამსგავსეს -აბა ომი გინდა, აბა უბორნიები გინდა, აბა სქესის შეცვლა გინდა? ქვეყანაში ამდენი პრობლებაა (განსაკუთრებით ქალებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობა) და ეს დედაფეთქებულები – რეალური საფრთხეაო, ფსევდო ლიბერალური პროპაგანდისგან დაცვაო!
ადამიანებო გაიღვიძეთ, აზრზე მოდით რა მარაზმში ვცხოვრობთ, დღეს რომ თვალს ხუჭავთ, ხვალ გვიანი იქნება და თქვენს თავზე გადეივლის ამის შედეგები” – წერს მახარაძე.