ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსმა ლატვიის სარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი მოუხსნან.
ლატვიელი დეპუტატი ეხმაურება რუსული კანონის ხელახლა დაინიცრებას და ოდიშარიას გუშინდელ უცენზურო გამონათქვამებს ოპოზიციონერი დეპუტატი ქალების მიმართ:
“საქართველო კვლავ კრემლისკენ იხრება – ამის შესახებ პოსტის ბოლოს.
ამაზე მხოლოდ ციტატის ავტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ოდიშარია არ არის პასუხისმგებელი. ის პასუხისმგებელია თავის სიტყვებზე, რომლებიც ტრიბუნიდან მისი კოლეგების, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ გამოიყენა. ტექსტი ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია.
ოდიშარია საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულია – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას
ასე გაგრძელება უპატივცემულობას ნიშნავს; ეს საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ მას საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოერთვას.
საქართველო კვლავ უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო შორდება ქართველი ხალხის მიერ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, რომ მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ სივრცეშია. გაცოცხლებული ზომბი – “უცხოური აგენტების” კანონი, რომელიც რუსეთის მოდელზე შეიქმნა და აბსოლუტურად უარყოფილია. თქვენ არგუმენტები გელევათ.” წერს რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში.