“მე ვმუშაობ ოზურგეთის დრამატულ თეატრში. ბ. ვასო ჩიგოგიძემ გუშინ დააფიქსირა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება. მე, როგორც ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი, არ ვეთანხმები ბ. ვასო ჩიგოგიძეს ამ მოსაზრებაში და ვფიქრობ, საიდანაც საშუალება გეძლევა მსახიობს თუ სხვა სფეროს წარმომადგენელს, იქიდან უნდა დააფიქსირო შენი აზრი! თეატრი არ უნდა იყოს რომელიმე ერთი პოლიტიკური თუ პიროვნების საქმის გამტარი. ის ყოველთვის კრიტიკული უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიწინ ევროპისკენ” | წერს მსახიობი ირაკლი ურუშაძე სოციალურ ქსელში