სოციალურ ქსელში 57 ქართველი დიპლომატის განცხადება გავრცელდა, რომელშიც წერია, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო კურსი “180 გრადუსით შემოატრიალა” დასავლეთიდან რუსეთისკენ და ევროკავშირსა და აშშ-ს თავს ესხმის.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
საქართველოს დიპლომატების განცხადება
ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ ყოფილა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გზაგასაყარზე, მაგრამ არასოდეს ასე ნათელი და მორალურად ცხადი არ ყოფილა,თუ რა არის სწორი გზა.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი. დღეს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არ არის მზად ევროკავშირისთვის, იღებს კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ არჩეულ კურსს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს გვაშორებს ევროკავშირს. მეტიც, დღეს “ქართული ოცნება” პირდაპირ თავს ესხმის ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – აშშ-ს და ევროკავშირს – რაც ასუსტებს ქვეყანას და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას.
ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა გაგვიღო კარი გაწევრიანებისთვის და მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე მხოლოდ 9 დათქმის შესრულება გვაშორებს. ევროინტეგრაციის გზა ნათელი და გასაგებია, “ქართულმა ოცნებამ” კი ამ გზას შეგნებულად გადაუხვია.
ამერიკელი სენატორების წერილი, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების წერილი, ევროკომისრის, ნატოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და საქართველოს ბევრი სხვა მეგობარის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრები წუხან საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე.
ჩვენთვის, ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის დიპლომატებისთვის, რომლებმაც მრავალი წელი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას, სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მოახდინა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დასავლეთიდან რუსეთისკენ. ამ ცვლილების შესაჩერებლად, ერთადერთი გზა არის ყველა პატრიოტი ადამიანის მხრიდან ხმის ამოღება, პროტესტის დაფიქსირება და უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირება.
გვსურს, შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს, საჯარო, თუ დიპლომატიურ სამსახურში, რომ ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც სიჩუმე უდრის თანამონაწილეობას, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული გზის დაცვა პასუხისმგებლობას და ვალდებულებასაც კი წარმოადგენს.
ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ გახდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების აქტიური თუ პასიური თანამონაწილე. მოგიწოდებთ – დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
განცხადებას ხელს აწერენ:
- ეკა აკობია, მრჩეველი
- გიორგი ბადრიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ვიქტორია ბაიკოვა, მრჩეველი
- ზურაბ ბატიაშვილი, უფროსი მრჩეველი
- დავით ბაქრაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
- გიორგი ბოკერია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- მამუკა გამყრელიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- კახა გოგოლაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- თორნიკე გორდაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- გიორგი გორგილაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გიორგი გუგუნავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- ჯაბა დევდარიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი
- ნიკოლოზ ვაშაკიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გრიგოლ ვაშაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
- თემურ იაკობაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ხათუნა იოსავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- ნინო კალანდაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- სერგი კაპანაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- არჩილ კეკელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- ზურაბ კვაჭაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- გიგი კუბლაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- მამუკა კუდავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ალექსანრე ლაცაბიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ტარიელ ლებანიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ია მახარაშვილი, საქარველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- ივანე მაჭავარიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გეგა მგალობლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ანზორ მელაძე, უფროსი მრჩეველი
- ლევან მეტრეველი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ეკატერინე მიქაძე – მაიერინგი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გიორგი მუჩაიძე, უფროსი მრჩეველი
- ნინო ნაკაშიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გიორგი ნიკოლაიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- დავით ნარდაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- დავით ნოზაძე, მრჩეველი
- ალექსი პეტრიაშვილი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- მამუკა ჟღენტი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- დავით რაქვიაშვილი, უფროსი მრჩეველი
- სალომე სამადაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ეკა სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
- ვასილ სიხარულიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ეკა ტყეშელაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
- ინგა ფალიანი-დიტრიხი, უფროსი მრჩეველი
- გიორგი ფანიაშვილი, უფროსი მრჩეველი
- თენგიზ ფხალაძე, საქართველოს IV პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი
- შოთა ღვინერია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ნატა ქორიძე, უფროსი მრჩეველი
- ბათუ ქუთელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- ნინო ჩაჩავა, უფროსი მრჩეველი
- ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- მანუჩარ წოწონავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დეპანი
- ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
- გიორგი ხოშტარია, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
- გაიოზ ჯაფარიძე, უფროსი მრჩეველი
- თედო ჯაფარიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი