“აშშ-ს სურს საქართველო გადაიყვანოს გონივრული კურსიდან” – “ოცნების” კანონს ზატულინი მხარდაჭერას უცხადებს

“მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უკრაინის კონფლიქტზეა ორიენტირებული, დასავლეთი საქართველოსა და სომხეთის დესტაბილიზაციას ახდენს” – აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი და “ქართული ოცნების” გამჭვირვალობის  კანონს ისიც მხარდაჭერას უცხადებს:

“უდავოა, რომ მათ [აშშ] სურთ საქართველო გადაიყვანონ გონივრული და ფრთხილი კურსიდან, მძვინვარე ანტირუსულზე. ამისათვის გამოიყენება ნებისმიერი მიზეზი. ამ შემთხვევაში კანონი უცხოური აგენტების შესახებ.

საქართველოში და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, უცხოელების შესახებ კანონის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატები.

ისინი ასევე ცდილობენ სომხეთი „ანტირუსულ პლაცდარმად“ აქციონ. სომეხი ოფიციალური პირების ოფიციალური განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომელიც რუსეთთან კარგ ურთიერთობას აჩვენებს,  თავს არ მოვიტყუებ იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის მთავარი მოკავშირე არა რუსეთი, არამედ თურქეთია….ამიტომ, ახლა არსებობს მთელი რიგი ვარიანტები, თუ როგორ შეიძლება ამიერკავკასია გადაიქცეს „ანტირუსულ პლაცდარმად“. ეს ძალიან საშიშია.” ამბობს პუტინის პარტიის წევრი ზატულინი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share