“როდესაც მონობაზე საუბრობს, ალბათ, პირველ რიგში, საკუთარ თავს გულისხმობს”, – ასე პასუხობს პრეზიდენტის მიმართვას საჯარო მოხელეების მიმართ “ქართული ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი.
“ოცნების” წევრი ვერ მალავს გაღიზიანებს სალომე ზურაბიშვილის მიერ საჯარო მოხელეებისადმი იმის შეხსენებას, რომ “საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას”.
მათიკაშვილი პრეზიდენტის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
რა კარგად უთქვამს ეს პრეზიდენტს, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობდა ამაში, რომ არ ნიშნავს მონობას, არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და უცხო ინტერესის მონა არ უნდა იყოს. პირველ რიგში, ის ქალბატონი, რომელმაც ის კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა, სადაც 78-ე მუხლი წერია ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სწორედ ამ ქალბატონმა ამ კონსტიტუციაზე დაიფიცა ხელის დადებით და შემდეგ ეს კონსტიტუცია გადახია და გვერდზე მოისროლა და ამიტომ, როდესაც მონობაზე საუბრობს, ალბათ, პირველ რიგში საკუთარ თავს გულისხმობს,“ – ამბობს დავით მათიკაშვილი. “საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო” – ეს მიმართვა პრეზიდენტმა გუშინ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაახმოვანა. სალომე ზურაბიშვილმა საჯარო მოხელეებს შეახსენა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება “საკუთარ პრინციპზე უარის თქმას” არ ნიშნავს და რომ ქვეყნის ერთგულებაა უმთავრესი.