პრეზიდენტის ძმა სააკაშვილის მდგომარეობაზე: როგორც ექიმი, ვფიქრობ, შესაძლოა, ისევაა რისკი

”მიხეილ სააკაშვილს დასაწყისიდან ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული საქართველოსთვის. მერე შეიძლება, შეიცვალა კურსი, როგორც იცვლება ხოლმე, როცა ხელისუფლებაში ხარ და რაღაც შეცდომები ჩაიდინა. ასე ფიქრობს მოსახლეობის ერთი ნაწილი. რაც შეეხება პრეზიდენტს, რამდენადაც ვიცი, იყო მოლაპარაკებები უცხო ქვეყნებთან. ეს რთულია, იმიტომ, რომ რაც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ერთი ნაწილი მოსახლეობის შეიძლება არ იყოს კმაყოფილი და გაუკვირდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული ან მეორე ნაწილი. როცა ეს არის გამოყენებული, როგორც ნამდვილი პოლიტიკური იარაღი, საჭიროა, რომ ეს საქმე იყოს წაყვანილი ძალიან ფრთხილად.

[…] მე გამოვთქვი ჩემი პირადი აზრი არა პოლიტიკურად, როგორც ექიმმა, რაც ეხება მის ჯანმრთელობას და ვფიქრობ, რომ იყო და შესაძლებელია, კიდევ არსებობს ასეთი რისკი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხია, რომ ასეთი რისკი უნდა ავირიდოთ ყველანაირად. ”

ამის შესახებ პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share