ნავთობი კვლავ გაძვირდა და სავარაუდოდ კიდევ მეტად გაძვირდება

მოპოვებისა და მიწოდების გაზრდის დაანონსების შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესმა ექსპორტიორმა საუდის არაბეთმა ნავთობის ფასი გაზარდა. კონტრაქტების ღირებულებამ 6.5 დოლარით მოიმატა. ამ გადაწყვეტილებას კი საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაძვირება მოყვა. Brent-ის ფასი ამჟამად 120 დოლარს აჭარბებს.

ექსპერტების შეფასებით, საუდის არაბეთი ცდილობს ევროკავშირის ბაზრიდან რუსეთის გაძევებით შექმნილი შესაძლებლობა გამოიყენოს და მიწოდებისა და ფასების ზრდით რეკორდულ მოგებაზე გავიდეს.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი კი ამბობს, რომ OPEC-ის მიერ რუსეთის სრულად ჩანაცვლება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, რადგან ამას სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მსხვილი ინვესტიციები და, რაც მთავარია, გარკვეული დრო სჭირდება.

რაც შეეხება ფასს, მინისტრის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მაქსიმალურ ნიშნულს არც კი მიახლოებია. ის ღირებულების ზრდას, ძალიან სწარფი ტემპით, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენის შემდეგ ელოდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share